| რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » თემატური ფორუმი » არსენალი » როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება (rogor astsavla msoflio omma adamianebs majis saatis tareba)
როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება
InterestingSiteთარიღი: ორშაბათი, 2014-10-20, 8:27 AM | შეტყობინება # 1
მაიორი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 92
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline


პოპულარული მაჯის საათების გავრცელებას ხელი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, პირველმა მსოფლიო ომმა შეუწყო. 1914 წელს მაჯის საათი მებრძოლი არმიების ოფიცერთა საშტატო აღჭურვილობად იქცა. ომის დაწყებასთან ერთად, მესაათე კომპანიებმა სამხედრო უწყებებისგან მაჯის საათების მსხვილი პარტიების დამზადებაზე მრავალი შეკვეთა მიიღეს. ერთი საუკუნის წინ შექმნილი ზოგიერთი მოდელი დღესაც პოპულარულია.

ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში დროის გასაგებად მობილურ ტელეფონს სულ უფრო ხშრად ვიყენებთ. მაჯაზე გაკეთებულმა კლასიკურმა საათმა კი თანდათან აქსესუარის სტატუსი მოირგო. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი აქსესუარი მისი მფლობელის სოციალურ სტატუსსაც განსაზღვრავს. თუმცა ყოველთვის ასე არ იყო.

ევროპულ ქრონიკებში მაჯის საათი პირველად XVI საუკუნეშია ნახსენები. 1571 წელს რობერტ დადლიმ, ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ პირველს ბრილიანტებითა და მარგალიტებით მორთული სამაჯური მიართვა, რომელსაც პატარა საათი ჰქონდა. ბრილიანტებით იყო გაწყობილი საათის სახელგანთქმული მოდელი Reine de Naples, რომელიც 1812 წელს ოსტატმა აბრაამ-ლუი ბრეგეტმა იმპერატორ ნაპოლეონის უმცროს დას - ნეაპოლის დედოფალ კაროლინა მიურატს მიართვა. თავად იმპერატორიც ლაშქრობებში Breguet-ის საათს ატარებდა.

იმ დროს საათი ძალზე ძვირი სიამოვნება იყო და მისი ქონის ბედნიერება მხოლოდ მდიდარ დიდგვაროვნებს ჰქონდათ. სიტუაცია XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიცვალა. მასშტაბურ ბრძოლებში, საკუთარი საჯარისო შენაერთების კოორდინირებისთვის, ოფიცრებს ზუსტი დროის ცოდნა სჭირდებოდათ. მსოფლიოს მსხვილი მესაათეების წინაშე ორი ამოცანა დაისახა. პირველ რიგში, საჭირო იყო მარტივი კონსტრუქციის საათების შექმნა, რომლებიც საველე პირობებშიც გამართულად იმუშავებდნენ. მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი - საათებზე ოპტიმალური ფასის დაწესება იყო.

ბრაზილიელმა ავიატორმა ალბერტო სანტუშ-დიუმონტმა მაჯის საათი საკუთარ მეგობარს - ლუი კარტიეს დაუკვეთა. ფრენის ხანგრძლივობისა და საწვავის მარაგის განსაზღვრისთვის, პილოტს ზუსტი საათი სჭირდებოდა.

წარმოების მასშტაბების გაზრდისა და ღირებულების შემცირების პრობლემა ამერიკელებმა გადაწყვიტეს. საათების წარმოებაში მათ "კოლტის" რევოლვერების ფაბრიკისგან ნასესხები იდეა - კონვეერის პრინციპი გამოიყენეს. "კოლტის ტექნოლოგიით" დამზადებული პირველი საათი ამერიკელებმა ფილადელფიაში, 1867
წელს გამართულ გამოფენაზე წარმოადგინეს.

მაჯის საათების მასიური გავრცელება პირველმა მსოფლიო ომმა განაპირობა. მალევე მაჯის საათი ოფიცრების ეკიპირების განუყრელი ატრიბუტი გახდა. მოდელების უმეტესობას სტანდარტული კონფიგურაცია ჰქონდა. თუმცა ცალკეული ფირმები ექსპერიმენტებს აქტიურად ატარებდნენ. 1915 წელს Rolex-მა ბრიტანეთის სამეფო ფლოტის დაკვეთით მეტალისკორპუსიანი წყალგაუმტარი საათი დაამზადა.

Breguet-მა თავი ავიატორებისთვის მსოფლიოში პირველი მაჯის ქრონომეტრის შექმნით გაითქვა. დიდი სიზუსტის საათის ცდომილება 24 სთ-ის განმავლობაში მხოლოდ +/- 5 წმ იყო. დღესაც პოპულარული კვადრატული ფორმის მაჯის საათი (მოდელი "ტანკი") ფირმა Cartier-მ ახალი სამხედრო ტექნიკის პატივსაცემად შექმნა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/
მიმაგრება: 1841398.jpg(41Kb)
 
სტუმარი-ამ-ფორუმის-თემისათარიღი: ხუთშაბათი, 2015-01-22, 10:42 AM | შეტყობინება # 2
ჯგუფი: Guests





gamouval mdgomareobashi adamiani yvelaferzea wamsvleli, aseve miechveva uamrav rames,
simartle gitxrat ara maqvs es tema wakitxuli vwer komentars mxolod da mxolod
satauridan gamomdinare smile
awi gavecnobi, damainteresa !
 
RichardMahთარიღი: ოთხშაბათი, 2017-01-11, 7:09 PM | შეტყობინება # 3
ჯგუფი: Guests





Добрый день, не принимайте это за спам и извините за беспокойство.
я предлагаю Вам возможность начать получать 121% прибыли каждый день
Для получения более подробной информации, перейдите сюда https://goo.gl/nSzmyJ - https://goo.gl/nSzmyJ
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » არსენალი » როგორ ასწავლა მსოფლიო ომმა ადამიანებს მაჯის საათის ტარება (rogor astsavla msoflio omma adamianebs majis saatis tareba)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ახალი პასუხი
სახელი:
შეტყობინების ტექსტი:
უსაფრთხოების კოდი:

ფორუმის ქართული მთვლელები