| რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
გვერდი 1 დან1
ფორუმი » თემატური ფორუმი » სპორტი » ზაზა ფაჩულიას All Star-ამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა (ზაზა მხოლოდ ბრაიანტს, დიურანტს და ლეონარდს ჩამორჩა)
ზაზა ფაჩულიას All Star-ამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა
nikolozqartveli3964თარიღი: ორშაბათი, 2016-01-25, 9:37 PM | შეტყობინება # 1
რიგითი
ჯგუფი: Administrators
შეტყობინებები: 12
რეპუტაცია: 0
სტატუსი: Offline
ზაზა ფაჩულიას სასწაულის მოხდენამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ნბა-ს “ყველა ვარსკვლავთა მატჩის” გამოკითხვაში “დალას მავერიქსის” ქართველმა ცენტრმა 768 112 ხმით მე-4 (!) ადგილი დაიკავა და მე-3 პოზიციაზე გასულ კავაი ლეონარდს მხოლოდ 14 227 ხმით ჩამორჩა, არადა “ოლ სტარზე” სწორედ მოწინავე სამეული გადიოდა.



დასავლელ წინახაზელებში საბოლოოდ ხმები ასე გადანაწილდა:

კობი ბრაიანტი (ლეიკერსი) – 1 891 614
კევინ დიურანტი (ოკლაჰომა სიტი) – 980 787
კავაი ლეონარდი (სან ანტონიო) – 782 339
ზაზა ფაჩულია (დალასი) – 768 112
დრაიმონდ გრინი (გოლდენ სტეიტი) – 726 616
ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი) – 651 860
ენეს კანტერი (ოკლაჰომა სიტი) – 534 499
შეგახსენებთ, რომ სასტარტო ხუთეულების გამოვლენის შემდეგ, განაცხადები დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაკრებების მწვრთნელთა შეხედულებით შეივსება და გამოკითხვის თანახმად, ერთ-ერთი პირველი გუნდში მოხვედრა ფაჩულიას ეკუთვნის, თუმცა, ეს რამდენად მოხდება, ძნელი სათქმელია.

როგორც არ უნდა იყოს, ზაზა უკვე გამარჯვებულია, რადგანაც გამოკითხვის ბოლო დღეებში უკან მსოფლიო დონის ვარსკვლავები მოიტოვა, დასავლელ წინახაზელებში მერვედან მე-4 ადგილზე გადაინაცვლა და მხოლოდ ბრაიანტს, დიურანტს და ლეონარდს ჩამორჩა. მიმდინარე სეზონის წინ, ალბათ, ასეთი რამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო...

შეგახსენებთ, რომ მომავალი “ოლ სტარი” 12-14 თებერვალს კანადურ ტორონტოში ჩატარდება, გამოკითხვის შედეგად შერჩეული ხუთეულები კი ასე გამოიყურება.

აღმოსავლეთ კონფერენცია

ლებრონ ჯეიმსი (“კლივლენდი”), პოლ ჯორჯი (“ინდიანა”), კარმელო ენტონი (“ნიუ იორკი”), დუეინ უეიდი (“მაიამი”), კაილ ლოური (“ტორონტო”).

დასავლეთ კონფერენცია

კობი ბრაიანტი (“ლეიკერსი”), კევინ დიურანტი (“ოკლაჰომა სიტი”), კავაი ლეონარდი (“სან ანტონიო”), სტეფ კარი (“გოლდენ სტეიტი”), რასელ უესტბრუკი (“ოკლაჰომა სიტი”).

#NBAVOTE Zaza Pachulia

kalatburti, zaza fachulia, kobe bryant, zaza pachulia, sporti.

წყარო - worldsport.ge
 
marikunaთარიღი: სამშაბათი, 2016-01-26, 12:34 PM | შეტყობინება # 2
ჯგუფი: Guests





ეეეეეეეეჰ, არადა ლამის გადავაკვდი ზაზა ფაჩულიას.
დღე არ გავიდოდა, ისე რომ არ წამეკითხა უამრავი სულელური სტატუსები და თვითონაც არ დამესტატუსებინა ერთ დროს პოპულარული სტატუსი - #NBAVOTE Zaza Pachulia
მე ძალიან დამწყდა გული.
ძლიერ მინდოდა მისი ბედნიერება და ის მენახა ოლსთარში, მაგრამ ჰა, რა გინდა, საქართველო პატარაა...
არაუშავს, ზაზა უფრო მეტს მიაღწევს, მე რა მეშველება, საკითხავი აი ეს არის?!.. :D :D :D
 
ფორუმი » თემატური ფორუმი » სპორტი » ზაზა ფაჩულიას All Star-ამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა (ზაზა მხოლოდ ბრაიანტს, დიურანტს და ლეონარდს ჩამორჩა)
გვერდი 1 დან1
ძებნა:
ახალი პასუხი
სახელი:
შეტყობინების ტექსტი:
უსაფრთხოების კოდი:

ფორუმის ქართული მთვლელები